დადგენილება №57/2016
30 მაისი, 2016
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესის და უცხო ენის ცოდნის განმარტების“ შესახებ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილებაში დამატების შეტანა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 27.05.2016, №18151/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესის და უცხო ენის ცოდნის განმარტების“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისათვის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდების ჩატარების ვადად რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლოა განისაზღვროს ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისგან განსხვავებული საგამოცდო პერიოდი.’’
2. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე