დადგენილება №94/2016
02 სექტემბერი 2016
„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ევროპული კვლევების ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 მარტის №40/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის მეორე ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ევროპული კვლევების ინსტიტუტის 24.08.2016, №27690/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ევროპული კვლევების ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 მარტის №40/2013 დადგენილებაში:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ევროპული კვლევების ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ევროპული კვლევების ინსტიტუტის“ დებულება (დანართი №1).“
გ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დებულება“.
დ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ინსტიტუტს გააჩნია საკუთარი ლოგო და ბეჭედი.“
ე) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. ინსტიტუტის სტრუქტურა
ინსტიტუტის სტრუქტურა შედგება ინსტიტუტის მართვის ორგანოებისგან - ინსტიტუტის დირექტორი, სამეცნიერო საბჭო.“
ზ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედის ინსტიტუტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში მონაწილე თსუ-ს აკადემიური პერსონალი.“
თ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ი) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ევროპისმცოდნეობის ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ცენტრი
ევროპისმცოდნეობის ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ცენტრი არის თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის შემდგენლობაში შექმნილი ცენტრი და მას ხელმძღვანელობს ცენტრის კოორდინატორი.“
კ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
ლ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) დირექტორის ტექნიკური ასისტენტები;“.
ნ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ევროპისმცოდნეობის ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ცენტრის კოორდინატორი“
2.
აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3.
დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.
წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.
დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე