დადგენილება №59/2016
14
ივნისი
, 2016
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 28 მარტის №33/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57–ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 14 ივნისის №26 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 28 მარტის №33/2016 დადგენილებაში:
ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსანტების შეფასება განხორციელდეს 2 ეტაპად:
ა) დოკუმენტური მონაცემების შეფასება - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისი ცვლილებების საფუძველზე არჩეული აკადემიური საბჭოს ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობიდან არა უგვიანეს 3 (სამი) დღის განმავლობაში;
ბ) პრეტენდენტებთან გასაუბრება - დოკუმენტური მონაცემების შეფასების დასრულებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის განმავლობაში .“
ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აკადემიური საბჭოს მიერ პრეტენდენტების შეფასების განხორციელებისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი კანდიდატურა წარმომადგენლობით საბჭოს წარედგინოს პრეტენდენტებთან გასაუბრების პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 (სამი) დღისა.“
2.
დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.
დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.
წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.
დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე