დადგენილება №89/2016
25 აგვისტო, 2016
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 23.08.2016, №27468/02; 23.08.2016, №27487/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ (დანართი 94);
ბ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 95-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „სტომატოლოგია“ (დანართი 95);
გ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 96);
დ) V ნაწილის „ე“ პუნქტის 99-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კლინიკური და ტრანსლიაციური მედიცინა“ (დანართი 99);
ე) V ნაწილის „ე“ პუნქტის მე-100 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ (დანართი 100);
ვ) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225).
2.
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.
დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.
წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5.
დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე