დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება № 22/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება № 22/2016
19   თებერვალი,  2016

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 18.02.2016, №6070/02  წერილის საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.     შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) II ნაწილის “ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 34);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ-რუსულენოვანი)“ (დანართი 35);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 36);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 37);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „სოციალური მუშაობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 38);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „საზოგადოებრივი გეოგრაფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 40);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „საერთაშორისო ურთიერთობები “ (დანართი 41);
თ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გენდერის კვლევა“ (დანართი 43);
ი) II ნაწილის “გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები“ (დანართი 45);
კ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 46-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედია და ახალი ტექნოლოგიები“ (დანართი 46);
ლ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 56-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი 56);
მ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 59-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (დანართი 59);
ნ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი 62);
ო) II ნაწილის “გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი 63);
პ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 64-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი 64);
ჟ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი 65);
რ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 66-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები“ (დანართი 66);
ს) II ნაწილის “გ“ პუნქტის 663 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ (დანართი 219);
ტ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 665 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “კულტურის და მედიის სოციოლოგია” (დანართი 251);
უ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 666 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ (დანართი 256);

2.  შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II  ნაწილის  “დ“ პუნქტის 7610 ქვეპუნქტში და პროგრამის სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

„7610. ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება (დანართი 269);”

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                                   აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე     

გამოქვეყნების თარიღი:2016-03-02 17:04:55