დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №117/2016 - „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №117/2016
26 სექტემბერი, 2016

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016  წლის 4 ივლისის №118/01-01 და 2016  წლის 15 ივლისის №126/01-01  ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 25 ივლისის №81/2016 დადგენილება, აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №74/2016 დადგენილების პირველი, მე-2, მე-4 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 21.09.2016, №34547/02; 21.09.2016, №34530/02; 21.09.2016, №34531/02; 22.09.2016, №35019/02) და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების დასკვნების (წერილები: 22.09.2016, №35019/02; 21.09.2016, №34548/02) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:
ა)  დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა.ი“  და „ა.ა.კ“ ქვეპუნქტები:
„ა.ა.ი) ირინე დემეტრაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ა.ა.კ) მაია გურგენიძე - ასისტენტ-პროფესორი;“
ბ) დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ბ.გ“ ქვეპუნქტი:
„ბ.ბ.გ) თამარ ჭუმბურიძე - ასისტენტ-პროფესორი;“
გ)  დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ბ.ბ“ ქვეპუნქტი:
„გ.ბ.ბ) ნინო ქავთარაძე - ასისტენტ-პროფესორი;“
დ)  დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ.გ“ ქვეპუნქტი:
„გ.დ.გ) ნინო ჭრიკიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
ე)  დადგენილების პირველი პუნქტის XI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:
„ნ) ქეთევან ქუთათელაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ო) ალექსანდრე ბოშიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
პ) ლერი თავაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ჟ) ნათია ფიფია - ასისტენტ-პროფესორი;“
ვ)  დადგენილების პირველი პუნქტის XIII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) კონსტანტინე ფიცხელაური - ასისტენტ-პროფესორი;“
ზ) დადგენილების პირველი პუნქტის XVII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) თეო ჯალაღანია - ასისტენტ-პროფესორი;“
2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ზ“ და „ა.ა.თ“, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ვ“, „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის „გ.ბ.ა“ ქვეპუნქტი, „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის „გ.დ.ბ“, XI ნაწილის „ი“, „კ“ და „მ“, XIII ნაწილის „გ“ და XVII ნაწილის „ე“ ქვეპუნქტები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4.   დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.   დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
გამოქვეყნების თარიღი:2016-09-28 17:07:18