დადგენილება №78/2016
25 ივლისი, 2016
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.06.2016, №96/01-01 ბრძანებისა და თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 22.07.2016, №24672/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეიმურაზ ჯორბენაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზურაბ ბუკია - თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლალი შარვაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ბეჟან წინამძღვრიშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
ე) ალექსანდრე ალადაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
ვ) მერაბ კილაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
ზ) გია ლობჟანიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
თ) ნოდარ ხოდელი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ი) არჩილ ხომასურიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
კ) დავით ზურაბაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ლ) სოფიო კახაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
მ) თეიმურაზ ჩიგოგიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
ნ) რუსუდან ქარსელაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
ო) თამარ კეზელი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
პ) ზურაბ ჩხაიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი.
2.
დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის საკონკურსო-სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) სიმონ დალაქიშვილი - თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მანანა დგებუაძე - თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლევან მეტრეველი - თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის მდივანი).
3.
დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4.
დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.
წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.
დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე