დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №80/2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

დადგენილება №80/2016
 25 ივლისი, 2016

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 1.07.2016, №116/01-01 და №117/01-01  ბრძანებებისა და თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 21.07.2016, №24467/02 და №24468/02 წერილების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს: 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:
საკონკურსო კომისია

ა) რუსუდან სანაძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნესტან ჩხიკვაძე - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნინო ჩახუნაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) რუსუდან ჩიქოვანი - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ნათელა ფარცხალაია - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების ფაკულტეტის დეკანი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა) ქეთევან ჭკუასელი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამაზ კარანაძე - ემერიტუს პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირინე ჟვანია - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:

საკონკურსო კომისია 

ა) თამარ გაგოშიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მანანა მელიქიშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) დავით ძიძიგური - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;
დ) მანანა გაბაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილე, პროფეროსი (კომისიის მდივანი);
ე) მედეა დესპოტაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა) ხათუნა მარწყვიშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლუიზა არუთინოვი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაია რობაქიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი (კომისიის მდივანი).

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე




გამოქვეყნების თარიღი:2016-07-29 17:44:38