დადგენილება №113/2016
19 სექტემბერი, 2016
„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 26 ივნისის №4 სხდომის ოქმის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 22.06.2016, №103/01-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №72/2016 დადგენილება) გადაწყვეტილებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 15.09.2016, №32207/02), თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 16.09.2016, №33122/02 წერილისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 19 სექტემბრის №42 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
შევიდეს ცვლილებები „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში:
ა) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„I. თეორიული ეკონომიკის კათედრა.“
ბ) დადგენილების პირველი პუნქტის X ნაწილის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„X. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრა.“
2.
დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) თამარ ათანელიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
ბ) დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„დ) მანანა ლობჟანიძე - ასისტენტ-პროფესორი;
ე) მარინა ტაბატაძე - ასისტენტ-პროფესორი;“
გ) დადგენილების პირველი პუნქტის III ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) თამარ ლაზარიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
დ) დადგენილების პირველი პუნქტის IV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი) ლალი ხურცია - ასისტენტ-პროფესორი;
კ) გიორგი გაფრინდაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
ე) დადგენილების პირველი პუნქტის V ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ლია თოთლაძე - ასისტენტ-პროფესორი;“
ვ) დადგენილების პირველი პუნქტის VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ეკატერინე გულუა - ასისტენტ-პროფესორი;“
ზ) დადგენილების პირველი პუნქტის VII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი) დავით ასლანიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
კ) ნატო კაკაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
თ) დადგენილების პირველი პუნქტის VIII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ლეილა ქადაგიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
ი) დადგენილების პირველი პუნქტის IX ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მაია ვეშაგური - ასისტენტ-პროფესორი;“
კ) დადგენილების პირველი პუნქტის X ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) მარიამ ვარდიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“
ლ) დადგენილების პირველი პუნქტის XI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) ვალერი არღუთაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ვ) მერაბ ხოხობაია - ასისტენტ-პროფესორი;“
მ) დადგენილების პირველი პუნქტის XIV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ლელა ჯამაგიძე - ასისტენტ-პროფესორი;“
3.
ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „დ“, II ნაწილის „ბ“ და „გ“, III ნაწილის „დ“, IV ნაწილის „ვ“, „ზ“ და „თ“, V ნაწილის „დ“, VI ნაწილის „ვ“, VII ნაწილის „ზ“ და „თ“, VIII ნაწილის „ვ“, IX ნაწილის „დ“, X ნაწილის „ე“, „ვ“ და „ზ“, XI ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
4.
დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5.
დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.
წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
7.
წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე