დადგენილება №85/2016
08 აგვისტო 2016
08 აგვისტო 2016
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 25.07.2016, №24816/02; 8.08.2016, №26175/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) II ნაწილის “დ“ პუნქტის 72-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (დანართი 72);
ბ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 73-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი 73);
გ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 74-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი 74);
დ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 75-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი 75);
ე) II ნაწილის “დ“ პუნქტის 761 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაცია“ (დანართი 198);
ვ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 762 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 199);
ზ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 763 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გენდერის კვლევა (ინგლისურენოვანი საერთაშორისო პროგრამა)“ (დანართი 200);
თ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 767 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კულტურის და მედიის სოციოლოგია“ (დანართი 252);
ი) II ნაწილის “დ“ პუნქტის 768 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ (დანართი 257);
კ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 769 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „დემოგრაფია“ (დანართი 268);
ლ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 7610 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება“ (დანართი 269).
2. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში და II ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7612 ქვეპუნქტი:
„7612. ურბანისტიკა (ინგლისურენოვანი) (დანართი 272);“.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე