დადგენილება № 6/2016
18 იანვარი 2016
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 ოქტომბრის №111/2015 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ს მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის №157/01-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 ოქტომბრის №111/2015 დადგენილების პირველი პუნქტი) გადაწყვეტილების (წერილი: 06.11.2015, №41479/02), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევების გათვალისწინებითა (რაც დადასტურებულია როგორც საქმის მასალებით, ასევე თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 15.01.2016, №1159/02 წერილით) და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 18 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
უარი ეთქვას საკონკურსო კომისიას მის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე კონკურსის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების გამო.
2.
დაევალოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს იმსჯელოს კონკურსის თავიდან გამოცხადების საკითხზე და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
3.
დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4.
დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.
წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6.
დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე