დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №66/2016 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის შესახებ

დადგენილება №66/2016
27 ივნისი , 2016

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის  შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრის 22.06.2016, №20842/02 წერილის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურა (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №76/2011 დადგენილება.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და უწყვეტი განათლების ცენტრს.
4.    დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე


გამოქვეყნების თარიღი:2016-07-04 17:01:10