დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №120/2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №73/2016 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიებისათვის დაბრუნების შესახებ

დადგენილება №120/2016
10 ოქტომბერი, 2016

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016  წლის 15 ივლისის  №73/2016 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმების  დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიებისათვის დაბრუნების შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული  №1 დანართის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016  წლის 22 ივნისის №104/01-01 და 2016 წლის 27 ივნისის №106/01-01 ბრძანებების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №73/2016 დადგენილების მე-4 და მე-9 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების დასკვნების (წერილები: 19.09.2016, №33790/02; 19.09.2016,  №33789/02  და 06.09.2016,  №29453/02) და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 03.10.2016, №36584/02 და 07.10.2016, №37293/02 წერილების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. უარი ეთქვას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016  წლის 15 ივლისის  №73/2016 დადგენილების მე-4 პუნქტით დამტკიცებულ საკონკურსო კომისიას ბიოლოგიის დეპარტამენტის გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის პროგრამაზე  შემაჯამებელი ოქმის  დამტკიცებაზე და დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის წარმოების დოკუმენტაციის კონკურსის ჩატარების მოქმედ წესთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა.
2. უარი ეთქვას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016  წლის 15 ივლისის  №73/2016 დადგენილების მე-9 პუნქტით  დამტკიცებულ საკონკურსო კომისიას ინტერდისციპლინური (ფიზიკა, ბიოლოგია) ბიოფიზიკის კათედრაზე ფიზიკის ნაწილში წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის  დამტკიცებაზე და დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის წარმოების დოკუმენტაციის კონკურსის ჩატარების მოქმედ წესთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა, ამასთან გაითვალისწინოს უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ  გამოვლენილი ხარვეზები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნების თარიღი:2016-10-17 11:34:33