ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სასწავლო-კვლევითი მუშაობის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც თსუ სტუდენტთა და მეცნიერთა საზოგადოება ტრადიციულად, ყოველწლიურად გაზაფხულზე ატარებს. მასში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები.
2015 წელს, რიგით 75-ე სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის პირველი რექტორის - აკადემიკოს პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 165 წლისთავს.
სამეცნიერო კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებიც, საუკეთესო ნაშრომი დაიბეჭდა კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტთა შრომების კრებულში.
ზალინიანი მონიკა - თსუ მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტი
ქარელი მარიამი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის VIII სემესტრის სტუდენტი
მეცნ/ხელმძღვანელი: მედიცინის აკადემიური დოქტორი, ენდოკრინოლოგი მაია ხუბუა
„არარეგულარული მენსტრუალური ციკლის გამოვლინებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებში“