ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეათე კონფერენცია

2017 წლის 1-4 ნოემბერს სტოკჰოლმში (შვედეთში)   ევროპის    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყოველწლიურ კონფერენციაზე   მივლინებით იმყოფებოდა ასოც. პროფ . ნინო ჩიხლაძე.
მისმა სასტენდო მოხსენებამ   ,,კომპეტენციებზე დაფუძნებული საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობითი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის დანერგვა’’ დამსწრე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, იყო შეკითხვები ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიასთან   და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორალურ დოკუმენტებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოხსენება წარდგენილი იქნა სექციაზე ,,ჯანდაცვის ადამიანური რესურსები’’,   სადაც თსუ-დან წარდგენილ მოხსენებასთან ერთად შერჩეული იყო მოხსენებები ნორვეგიიდან, შვედეთიდან, დანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან.

კონფერენციაში მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნა საერთაშორისო პროექტით CPEA-2015/10057 ,,საქართველო-ნორვეგიის კოლაბორაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’.




გამოქვეყნების თარიღი:2017-11-07 10:17:49