სემინარი თემაზე: საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის კლინიკური ასპექტები"

2015 წლის 31 იანვარს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, „საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის“ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა თსუ მედიცინის ფაკულტეტის და "საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების" მიერ ორგანიზებული ტრადიციული სემინარი თემაზე: საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის კლინიკური ასპექტები". განხილული იყო შემდეგი თემები: ბრტყელუჯრედული მეტაპლაზია და დისპლაზია; შეცდომები და სიძნელეები კოლპოსკოპიური კვლევის დროს; საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის სკრინინგ–ტესტები. სემინარს, რომელსაც ხელმძღვანელობდა  "საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების" თავმჯდომარე, მედიცინის დოქტორი თამარ ალიბეგაშვილი, დაესწრო 98 მეან–გინეკოლოგი, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს რეგიონებიდან.