ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის (აშშ) მიერ დაფინანსებული iCREATE პროექტის ფარგლებში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია და სამუშაო შეხვედრა

თსუ მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის „iCREATE - კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში“  ფარგლებში 2019 წლის 4 - 7 ივნისს  გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ჩატარდა მოლდოვეთში, ქალაქ კიშინევში მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 22 ქვეყნის წარმომადგენელმა. საქართველოდან კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს  პროექტის მონაწილეებმა: თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ და მოწვეულმა ლექტორმა გიორგი ლობჟანიძემ. პროქტის კოორდინატორები არიან აშშ-ს აიოვას უნივერსიტეტი და რუმინეთის ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი. 
პროექტის სამუშაო შეხვედრაზე, 7 ივნისს განხილული იქნა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შუალედური შედეგები, არსებული პრობლემები, დასახული იქნა მათი გადაჭრის გზები. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორები კორინ პიკ-ასა, სოფია სვიტზერი, კარა ჰამანი, რიმა ჰაფაფი, რაზვან  ჩერეჩესი, დიანა დალფი, მადალინა კომანი და ასევე პროექტის მონაწილეები სომხეთიდან და მოლდოვეთიდან და სხვ. 
მომავალ წელს საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.   
გამოქვეყნების თარიღი:2019-06-10 11:38:32