2019 წლის 23-25 ოქტომბერს საქართველოში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში ჩატარდა გლობალური ჯანმრთელობის ერთობლივი კურსი ქართველი და ნორვეგიელი სტუდენტებისათვის. ერთობლივ კურსში მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის შვიდმა სტუდენტმა, რომლებმაც ერთი კვირის განმავლობაში სასწავლო კურსის პირველი ნაწილი გაიარეს ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში, ხოლო მეორე ნაწილზე საქართველოში ჩამოვიდა ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის 12 სტუდენტი. კურსი შედგა ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით.
ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლო კურსში მონაწილეობის გარდა დაათვალიერეს თბილისის და ტრომსოს ღირშესანიშნავი ადგილები, გაეცვნენ საქართველოს და ნორვეგიის კულტურას და ისტორიას.
Joint course in the frame of the project Georgian-Norwegian collaborative in Public Health
23-25 October, 2019 – the joint course in Global Health was held in Georgia for Georgian and Norwegian students in the frame of the project financed by Norwegian Centre for International Cooperation in Higher Education DIKU ‘GeNoC-PH – Georgian-Norwegian Collaborative in Public Health’. Seven master students of English-language master program in Public Health at Faculty of Medicine at Ivane Javakhishvili Tbilisi State University participated in the course. They had the first gathering of the course at The Arctic University of Norway, the second gathering was arranged in Georgia and 12 Norwegian students arrived for the course. The course was conducted with participations of The Arctic University of Norway, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, University of Georgia and National Centre for Disease Control and Public Health. The students from both countries, except attending the course, visited interesting places in Tbilisi and Tromso, got familiar with Georgian and Norwegian culture and history.