ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქართველოს საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცი

ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა 2013 წლის 10-12 ოქტომბერს საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენციით აღნიშნეს ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღე.  2006 წლიდან ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის დღეს აღნიშნავს 70-მდე ქვეყანა. ყოველ წელს ხდება ახალი თემის შემუშავება,რომელსაც ქვეყნები სხვადასხვა ღონისძიებით ეხმიანებიან..

2013 წლის თემად აღებული იქნა: ”მითების გაქარწყლება”, რომელიც მიმართულია საზოგადოებაში არსებული არასწორი შეხედულებების   შეცვლისაკენ,რაც გადაულახავ დაბრკოლებას ქმნის პალიატიური ზრუნვის ფართოდ გავრცელებაში.

კონფერენციის პირველი დღე დაეთმო მრგვალ მაგიდას, რომელიც ეძღვნებოდა „პალიატიურ მზრუნველობ ს“ დანერგვას  საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლებაში.

 კონფერენციის მეორე დღე დაეთმო საქართველოში პალიატიური მზრუნველობის განვითარებ ს ისტორიის მიმოხილვას და მომავლის პერსპექტივებს.


იხილეთ მიმაგრებული სურათები.