სემინარი: “კოლპოსკოპიის როლი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში”

უკვე მეათეა წელია, რაც იანვრის ბოლო კვირა “საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაციის” მიერ აღიარებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულად.

ამ კვირეულის ფარგლებში, წელს უკვე მეოთხედ, 30 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერისტეტის მედიცინის ფაკულტეტმა და “საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოებამ” თსუ I კორპუსში ჩაატარეს სემინარი: “კოლპოსკოპიის როლი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში”. განხილული იყო საშვილოსნოს ყელის როგორც კიბოს, ისე კიბოსწინა მდგომარეობის ადრეული დიაგნოსტიკის და სწორი მართვის საკითხები.

სემინარს ესწრებოდა 92 მეან-გინეკოლოგი, როგორც თბილისიდან, ისე საქართველის სხვადასხვა რეგიონებიდან. სემინარის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.