პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღე 2014 წელი

პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღე 2014 წელი

 

 

    ამა წლის 9-11 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის   მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები.

   კონფერენცია ეძღვნებოდა პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღეს. კონფერენციიის პირველ დღეს სტუდენტებმა გააკეთეს ზეპირი მოხსენებები, ასევე გაიმართა პლაკატების პრეზენტაცია.

   მე-2 დღეს იყო კონფერენციის პრაქტიკუილ ნაწილი, სტუდენტები იმყოფებოდნენ ბათუმის ონკო-ცენტრში, სადაც მოინახულეს პაციენტები და დაესწრნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს.