DIKU-ს ევრაზიის შუალედური კონფერენცია - ინსპირაციის პლატფორმა

2019 წლის 24-25 აპრილს ოსლოში (ნორვეგია) ჩატარდა DIKU-ს მიერ ორგანიზებული ევრაზიის შუალედური კონფერენცია ,,Eurasia mid-term Conference’’.
DIKU წარმოადგენს  უმაღლეს განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის განვითარების სააგენტოს ნორვეგიაში (the Norwegian Agency for International Cooperation and Quality Enhancement in Higher Education).  მისი მიზანია ერთის მხრივ ნორვეგიაში განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა, და მეორეს მხრივ, განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის, ინოვაციის და განვითარების, სწავლებაში დიგიტალური მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა.
კონფერენცია გახსნეს ნორვეგიის საგარეო საქმეთა  სამინისტროს და DIKU-ს ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა. DIKU-სმიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე პროექტების კოორდინატორებმა, სადაც მათ წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობა და ამ ეტაპზე მიღწეული შედეგები. კონფერენციის განმავლობაში ჩატარდა პლენარული სესიები, რომელიც მიეძღვნა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ევრაზიის პროგრამების გავლენა საზოგადოებრივ ცვლილებებზე, თანამშრომლობის ფორმალიზება და მდგრადობის უზრუნველყოფა. ამის გარდა DIKU-სმიერ ჩატარდა პროექტების აქტუალური საკითხების განხილვა  სამუშაო ჯგუფებში, რომლებშიც განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა: გამოწვევები პროგრამების ადმინისტრირებაში, სტუდენტთა მობილობის ფორმალიზაცია და ორივე მიმართულებით სამომავლო რეკომენდაციები. DIKU-სწარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იქნა მოხსენებები ერაზმუს+ პროგრამის შესაძლებლობების და მობილობის პროგრამების ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ. 
თსუ მედიცინის ფაკულტეტის ნინო ჩიხლაძის მიერ მოხსენება პროექტის Georgian-Norwegian Collaborative Master Program  ,,Public Health’’ (GeNoC-PH) ფარგლებში მიღწეული შედეგების და პროექტის მოსალოდნელი შორეული შედეგების შესახებ საქართველოს პოპულაციისათვის წარდგენილი იქნა კონფერენციის მეორე პლენარულ სესიაზე. (თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი მონაწილეობს DIKU-ს მიერ დაფინანსებულ პროექტში CPEA-2015/10057 ,,საქართველო-ნორვეგიის კოლაბორაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’, პროექტის კოორდინატორი ინსტიტუცია არის ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი, კოორდინატორი ერიკ ანდა, ხოლო საქართველოში კოორდინატორი ინსტიტუცია არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოორდინატორი პროფესორი ნინო ჩიხლაძე).
DIKU-ს მიერ მაღალ აკადემიურ დონეზე ორგანიზებული ევრაზიის შუალედური კონფერენცია ,,Eurasia mid-term Conference’’ მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა კონფერენციის მონაწილეებისათვის. კონფერენცია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარების საშუალება აღმოჩნდა, არამედ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებისკენ მიმართული ახალი იდეების და საქართველო-ნორვეგიის ახალი თანამშრომლობის ინსპირაციის პლატფორმა. 

DIKU Eurasia mid-term conference -  Inspirational platform

24th and 25th of April Eurasia mid-term conference organized by DIKU was held in Oslo, Norway. DIKU is the Norwegian Agency for International Cooperation and Quality Enhancement in Higher Education. Its mission, on one hand, is to promote development of quality of education in Norway and on another hand, to support international cooperation in education, innovation and development, use digital methods in education. 
The conference was opened by representatives from DIKU and Ministry of Foreign Affairs of Norway. The coordinators of ongoing projects from different countries were participated in the conference organized by DIKU and they have presented the information about the results from the projects and current status. During the conference, plenary session were conducted, the discussions were about the following issues: the potential of Eurasia programme on societal change, formalizing cooperation and ensuring sustainability. Additionally, DIKU organized discussions about important issues in the working groups, like: challenges for project administration, formalization and way forward. The representatives from DIKU had presentations about opportunities of the Erasmus+ program and the capacity building trough International mobility programs. 
Professor Nino Chikhladze, TSU Faculty of Medicine, had presentation about the short-term outcomes and expected positive impact of project on Georgian Population Health and Healthcare system. Overview of the project Georgian-Norwegian Collaborative Master Program „Public Health” (GeNoC-PH) was presented on second plenary session of the conference.  
The „Eurasia mid-term Conference“organized by DIKU was very interesting and productive for participants. The conference was the way of sharing experience and it was the source for new ideas for future projects. In addition, it became the inspirational platform for new collaboration between Georgia and Norway.


გამოქვეყნების თარიღი:2019-04-30 10:53:30