2016 წლის 2-5 მარტს იტალიის ქალაქ ფლორენციაში ჩატარდა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა 17-ე მსოფლიო კონგრესი. ამ კონგრესზე საქართველოდან წარმოდგენილი იყო ოთხი მოხსენება.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯენარო ქრისტესაშვილი ამ კონგრესზე წარსდგა მოხსენებით „ რეპროდუქციული და სქესობრივი ფუნქციის თავისებურებები ქალური ფენოტიპის მქონე პაციენტებში მამაკაცის კარიოტიპით“ , გარდა ამისა იგი იყო სამი მოხსენების თანაავტორი .
მოხსენებებით წარსდგნენ ასევე პროფესორ ქრისტესაშვილის დოქტორანტები, კურსდამთავრებული ლუდმილა ბარბაქაძე მოხსენებით „ოვარიული რეზერვის ტესტები ინ ვიტრო განაყოფიერებაში სტიმულაციაზე საკვერცხის მწირი პასუხის პრედიქციაში“ და დოქტორანტი ნუცა ალადაშვილი-ჩიკვაიძე მოხსენებით „ სქესობრივი განვითარების და რეპროდუქციული ფუნქციის თავისებურებები ბავშვობიდან ჭარბი წონის და წონის დეფიციტის მქონე ახალგაზრდა ქალებში“ .
ამ კონგრესზე 34 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებისათვის დაწესებულ კონკურსში ლუდმილა ბარბაქაძემ მოიპოვა ვერცხლის ჯილდო, ხოლო ნუცა ალადაშვილი-ჩიკვაიძემ ოქროს ჯილდო, რაც აისახა ამ კონგრესის მონაწილეობაში მათი ფინანსური დახმარებით.
საქართველოდან წარდგენილმა მოხსენებებმა გამოიწვია კონგრესის მონაწილეთა დიდი ინტერესი და მოწონება, რაც აისახა გერმანიის ლამბერტის აკადემიური გამომცემლობიდან წინადადებით ნუცა ალადაშვილი-ჩიკაიძის სადისერტაციო ნაშრომის მონოგრაფიის სახით გამოცემის თაობაზე.