პროფესორ აგე ვიფსტადის (ნორვეგია) ლექცია-სემინარები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტებისათვის

პროფესორ აგე ვიფსტადის (ნორვეგია) ლექცია-სემინარები ს აზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტებისათვის

 ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU)  მიერ დაფინანსებული პროექტის CPEA-2015/10057 ,,საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორმა აგე ვიფსტადმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტში ჩართული უნივერსიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის ა/წლის 8-13 მაისს ჩაატარა ინტენსიური ლექცია-სემინარების ციკლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეთიკაში. თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტიდან მოცემული კურსის განხორციელებაში ჩართულია ასოცირებული პროფესორი ნინო ჩიხლაძე, ხოლო მომავალი წლიდან ეთიკის კურსს ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ჩაატარებენ მედიცინის დოქტორები გიორგი ლობჟანიძე და ნატო ფიცხელაური. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში 2016 წელს განხორციელდა ეთიკის მიმართულების ლექტორების ვიზიტი ტრომსოს უნივერსიტეტში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მედიცინის დოქტორმა   გიორგი ლობჟანიძემ. პროექტის ბიუჯეტიდან ნორვეგიაში 2016 და 2017 წელს თსუ-ს სტუდენტებისათვის შეძენილი იქნა თანამედროვე სახელმძღვანელოები, რომელიც გადაეცა თსუ ბიბლიოთეკას.

პროექტით გათვალისწინებულია ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ერთობლივი ლექცია-სემინარების ტრადიციის დამკვიდრება და ხელშეწყობა პროექტის დასრულების შემდგომ პერიოდშიც.

 

Professor Åge Wifstad’s (Norway) lecture-seminars for public health students


Within the framework of Norwegian International Cooperation Center on Education (SIU) funded project CPEA-2015/10057 Georgian-Norwegian Collaborative in Public Health, Professor Åge Wifstad from Arctic University of Norway/University of Tromso (Norway) gave intensive lecture-seminars on Public Health Ethics for TSU Public Health master students involved in the project (8-13 may, 2017).

 Currently, TSU Medical Faculty associate Professor Nino Chikhladze is involved in the project, while from the next year, George Lobzhanidze and Nato Pitskhelauri will conduct an ethics course for the English-language masters program students. It should be noted that in the framework of the project, the lecturers of the ethics field, including George Lonbzhanidze, visited University of Tromso in 2016.

From the project budget of 2016 and 2017, modern textbooks for TSU students had been purchased in Norway, which then were given to TSU library.

  The project envisages establishing the tradition of joint lectures and seminars between Norwegian Arctic University/University of Tromso and Ivane Javakhishvili Tbilisi State University professors and promotion of those activities after the completion of the project.







გამოქვეყნების თარიღი:2017-06-19 12:43:14