ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ევროკავშირის ერასმუს + პროგრამის ფარგლებში ჩართულია პროექტის „სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ სერვისებში“ განხორციელებაში. პროექტი ამოქმედდა 2018 წელს და მისი ხანგრძლივობაა სამი წელი (2018-2021წწ.).
პროექტის მიზანია სადოქტორო პროგრამის შემუშავება და დანერგვა, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით უახლესი ცოდნის შეძენისკენ, კვლევითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშვებაზე, რომელიც ამავე დროს მჭიდრო კავშირშია სოციალურ მეცნიერებებთან. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთში სოციალური და ჯანმრთელობის მომსახურების თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას დიპლომისშემდგომი პროგრამის განვითარებით, დარგისთვის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადებით, რომელთაც მომავალში შეეძლებათ სფეროში არსებული საჭიროებების დროული შეფასება, პროგრამების შემუშავება და საზოგადოებრივ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მიზნობრივი აქტივობების განხორციელება. პროექტი ასევე მოიაზრებს საჭირო თემატიკის გათვალისწინებით ახალი სასწავლო მოდულების მომზადებას და მათ კომბინაციას.
პროექტის მონაწილე ინსტიტუციებია:
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი (საქართველო)
მ. ჰერაცის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სომხეთი)-პროექტის კოორდინატორი
გოტენბურგის უნივერსიტეტი, მედიცინის ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის სამედიცინო სტატისტიკის განყოფილება (შვედეთი)
კლუჯ-ნაპოკას ბაბეს-ბოლიაის უნივერსიტეტი, ჯანმრთელობის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი (რუმინეთი)
ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია)
სლოვაკეთის სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტი (სლოვაკეთი)
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ნაციონალური ცენტრი (სომხეთი)
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური სამსახურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი (სომხეთი)
ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (საქართველო)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (საქართველო)
საქართველოს უნივერსიტეტი, ჯნამრთელობის მეცნიერებათა სკოლა (საქართველო)
სომხეთის განათლების სამინისტრო (სომხეთი)
შრომისა და სოციალური კვლევების ნაციონალური ინსტიტუტი (სომხეთი)
მ. ჰერაცის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სომხეთი)-პროექტის კოორდინატორი
გოტენბურგის უნივერსიტეტი, მედიცინის ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის სამედიცინო სტატისტიკის განყოფილება (შვედეთი)
კლუჯ-ნაპოკას ბაბეს-ბოლიაის უნივერსიტეტი, ჯანმრთელობის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი (რუმინეთი)
ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია)
სლოვაკეთის სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტი (სლოვაკეთი)
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ნაციონალური ცენტრი (სომხეთი)
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური სამსახურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი (სომხეთი)
ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (საქართველო)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (საქართველო)
საქართველოს უნივერსიტეტი, ჯნამრთელობის მეცნიერებათა სკოლა (საქართველო)
სომხეთის განათლების სამინისტრო (სომხეთი)
შრომისა და სოციალური კვლევების ნაციონალური ინსტიტუტი (სომხეთი)
პროექტის გახსნითი კონფერენცია თბილისში (საქართველო)
2019 წლის 16-17 თებერვალს თბილისში ჩატარდა პროექტის გახსნითი კონფერენცია და სამუშაო შეხვედრა. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ (თსუ კოორდინატორი), პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, პროფესორმა ნატა ყაზახაშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ლორიამ, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ჯორბენაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ფიცხელაურმა.
კონფერენციის მიზანი იყო კონსორციუმის წარმომადგენელებთან შეხვედრა და მათი გაცნობა, პარტნიორ ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების სფეროში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, საგანმანათლებლო პროგრამების განხილვა. კონფერენციაზე განხილული იქნა პროექტის მიზნები, სამუშაო აქტივობები, ფინანსური ასპექტები, ჩამოყალიბდა უნივერსიტეტების საკოორდინაციო ჯგუფი, განისაზღვრა პირველხარისხოვანი შესასრულებელი სამუშაოები (არსებული მდგომარეობის აღწერა და შეფასება, საჭიროებების იდენტიფიკაცია), განხორციელდა სამოქმედო გეგმის შეთანხმება. (იხილეთ კონფერენციის პროგრამა)
EU Erasmus + project ,,Doctoral Programmes in Public Health and Social Science (DPPHSS)’’ at TSU Faculty of Medicine
Ivane Javakhishvili Tbilisi State University Faculty of Medicine is participant of the EU Erasmus + project ,,Doctoral Programmes in Public Health and Social Science (DPPHSS)’’. The project started on 2018, the duration of the project is 3 years (2018-2021).
The goal of this project is to design and develop a PhD program, aiming at advancing knowledge, research and analytical skills in public health in general, as well as strongly interconnected with social sciences. The project will support modernization of health and social services in Armenia and Georgia through the development of postgraduate program, targeting training of highly specialized professionals in the field, able to assess needs, develop programs and carry out activities in public health and social sciences. Multiple complementary modules will be created which can be combined in different combinations.
List of partners:
Ivane Javakhishvili Tbilisi State University (Georgia)
Yerevan State Medical University after M. Heratsi (Armenia)-projest coordinator
University of Gothenburg, Health Metric Unit, Division of Public Health, Institute of Medicine (Sweden)
Babes-Bolyai University Cluj-Napoca, The Center for Health Policy and Public Health (Romania)
University of Applied Sciences Upper Austria (Austria)
Slovak Medical University, Faculty of Public Health (Slovakia)
L. Sakvarelidze National Center for Disease Control and Public Health (Georgia)
Minsitry of Educaiton, Science, Culture and Sport of Georgia (Georgia)
Minsitry of Education (Armenia)
National Center for Disease Control and Prevention (Armenia)
National Institute of Labour and Social Research (Armenia)
The Unviesity of Georgia (Georgia)
Yerevan State University, Deparment of Social Work and Social Technologies (Armenia)
Kick-off Conference in Tbilisi (Georgia)
On 16-17 February kick-off Conference was held in Tbilisi. From Ivane Javakhishvili Tbilisi State University in the conference participated: Professor Nino Chikhladze (TSU coordinator), Professor Dimitri Kordzaia (Dean of the Faculity of Medicine), Professor Nata Kazhakashvili, Associate Professor Lasha Loria, Associate Professor Maka Jorbenadze, Associate Professor Nato Pitskhelauri.
Purpose of the kick-off Conference was meeting with the consortium representatives and the introduction of the partner Universties, overview of current public health and social services practice and teaching in involved countries, discussion about workplan, financial issues, future steps and action plan, etc. (Please refer to the conference program).