11 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შეხვედრა გამართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებთან. თსუ მედიცინის ფაკულტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ასოცირებული პროფესორი მაია ბიწკინაშვილი და პროფესორი ნინო ჩიხლაძე.
შეხვედრაზე განხილული იქნა ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც ეხებოდა ავტორიზაციის ექსპერტთა საქმიანობის შეფასებას 2018-2019 წლებში; შეხვედრის ბოლოს წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ექსპერტთა კორპუსის მხარდასაჭერად ცენტრის მიერ 2020 წლისათვის დაგეგმილი აქტივობების შესახებ.