საორიენტაციო დღე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის

2018-2019 სასწავლო წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა. სამაგისტრო პროგრამას მიენიჭა პროგრამული აკრედიტაცია  საგანმანათლებლო პროგრამების  სააკრედიტაციო საბჭოს  სტანდარტებთან სრული შესაბამისობის დასკვნის საფუძველზე 2018 წლის 26 იანვარს (https://eqe.ge/geo/decisions/show/8563).

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩატარდა საორიენტაციო დღე ე.წ. ,,Debut Day’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. ნინო ჩიხლაძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, კურსდამთავრებულებმა.  სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია არა მხოლოდ ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებ, არამედ ნორვეგიის განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც იქნა შემუშავებული ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, ინფორმაცია პლაგიარიზმისა და აკადემიური პატიოსნების შესახებ, სტუდენტთა მხარდამჭერი სერვისებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საქმიანობის შესახებ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის, მედიცინის ფაკულტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. კურსდამთავრებულებმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

მიმდინარე სასწავლო წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი ინგლისურენოვანი  სამაგისტრო პროგრამის პირველი სემესტრი მაგისტრატურის სტუდენტებისათვის დაიწყება 24 სექტემბერს. პირველი ლექცია სტუდენტებს ეპიდემიოლოგიასა და ბიოსტატისტიკაში ჩაუტარდებათ, ხოლო სემესტრის განმავლობაში მათთვის შეთავაზებული იქნება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები, მათ შორისო ტრომსოს უნივერსიტეტთან ერთობლივ სასწავლო კურსებში მონაწილეობა, გლობალური ჯანმრთელობის ზამთრის სკოლაში მონაწილეობა და სხვა. 

ამავე დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი ინგლისურენოვანი  სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ თსუ-ში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ღონისძიებას. https://www.facebook.com/TbilisiStateUniversity/photos/pb.340472602232.-2207520000.1537617122./10155627019462233/?type=3&theater


Debut day for master students at newly developed English medium master programme Public Health

New English medium master programme in Public health launched from 2018-2019 academic year at Iv. Javakhishvili Tbilisi State University, the faculty of Medicine. According to the decision of the National Center for Educational Quality Enhancement (Decision №21 of the council of accreditation educational programme on 26th of January 2018) the new Public Health Master Programme received accreditation with full compliance in all standards. (https://eqe.ge/geo/decisions/show/8563). 

The debut day was organized for newly admitted student at the English medium master programme of Public Health on 22nd of September. The dean of faculty of Medicine professor Dimitri Kordzaia, the head of the master programme professor Nino Chikhladze, academic and administrative staff of the department of Public Health and graduated students were among participants. The master students received information not only about new master programme, but also about the project financed by Norwegian Agency for International Cooperation and Quality Enhancement in Higher Education (Diku), within the framework of this project was initiated and implemented the master programme. Additionally, the information about plagiarism and scientific honesty, students’ supporting services and quality assurance activities, department of Public health, faculty of Medicine, Tbilisi State University and Georgian historical-cultural heritage were presented during the day. The graduated students shared experiences related to the faculty and university.

Current academic year, the first semester for the new master students will start on 24th of September. The first lecture will be in epidemiology and biostatistics, and during the semester interesting activities will be organized, for instance, joint course with University of Tromso, winter school in Global Health etc.

At the same day, the master students at the new English medium master programme in Public Health had opportunity to attend the international festival in science and innovations held at TSU.

https://www.facebook.com/TbilisiStateUniversity/photos/pb.340472602232.-2207520000.1537617122./10155627019462233/?type=3&theater


გამოქვეყნების თარიღი:2018-09-24 10:36:44