შეხვედრა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან

4 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე,  მიხეილ ჩხენკელი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს, დეივიდ გორდონს შეხვდა.  

შეხვედრას ესწრებოდნენ  სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი  სიობან ფითსპათრიკი ,   განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ქალბატონი   თამარ სანიკიძე  და  ცენტრის წარმომადგენლები, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  ალექსანდრე ცისკარიძე ,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი,  პროფესორი  ნინო ჩიხლაძე  და თსუ პროფესორები  ნინო ოკრიბელაშვილი თამარ კეზელი და პაატა იმნაძე, კურსდამთავრებულები გიორგი ლობჟანიძე და თინათინ მანჯავიძე.
 
შეხვედრაზე  განიხილეს მედიცინის ფაკულტეტის პროგრამები, ისაუბრეს თსუ-ს ინტერნაციონალიზაციისა და სამედიცინო განათლების განვითარების პერსპექტივებსა და ახალ გამოწვევებზე.








გამოქვეყნების თარიღი:2017-05-15 14:01:40