2018 წლის 8 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ თსუ რექტორი, პროფესორი გიორგი შარვაშიძე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები და მოწვეულმა სტუმრები.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა:
I. კონფერენცია, რომელიც შეეხებოდა შ. რუსთაველის სამეცნიერო გრანტის
„საპერფუზიო სისტემით ორგანოთა „in situ“ კონსერვაციის ახალი მეთოდი (ექსპერიმენტული კვლევა)“ განხორციელებისას მიღებული შუალედური შედეგების განხილვას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 4 მოხსენება:
1.
ნ. ხოდელი -
„ორგანოთა პერფუზიული კონსერვაციის ტექნიკური უზრუნველყოფა“
2.
ლ. გოგიაშვილი -
„ორგანოთა (თიკმელი, ღვიძლი) მორფო-ფუნქციური ცვლილებები პრე- და პოსტტრანსპლანტაციურ ეტაპზე“
3.
მ. მჭედლიშვილი -
“ცხვრებზე ეექსპერიმენტებში მოდელირებული გულის გაჩერების პირობებში ჩატარებული “in situ” პერფუზიული, 3-საათიანი, ნორმოთერმული კონსერვაციის შემდეგ აღებული მორფოლოგიური მასალის კვლევის შედეგები”
4.
ლიკა სვანიძე -
„ციფრულ პათოლოგიის რეალობა და პრსპექტივები“.
II. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამი პროფესორისათვის - პროფესორ გია ლობჟანიძისათვის, პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილისა და პროფესორ მერაბ კილაძისათვის საპატიო ჯილდოების გადაცემა.
თსუ რექტორმა, პროფესორმა გიორგი შარვაშიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლებით დააჯილდოვა პროფესორი გია ლობჟანიძე, პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი და პროფესორი მერაბ კილაძე. საპატიო ჯილდო მათ გადაეცათ როგორც სამედიცინო სფეროში წარმატებულ მოღვაწეებს მათი დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით.
III. საზეიმო ღონისძიება “კვალი ნათელი“, რომლის ფარგლებში მორფოლოგიის ინსტიტუტის ფოიეიეში, საზეიმო ვითარებაში, გაიხსნა აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილისა და პროფესორ უჩა გაბუნიას ბიუსტები. ბიუსტების გახსნას წინ უძღოდა პროფესორ ლიანა გოგიაშვილის მიერ წარმოდგენილი ექსკურსი აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილისა და პროფესორ უჩა გაბუნიას სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.
IV. ამავე ღონისძიების ფარგლებში ინსტიტუტის შენობაში მოეწყო 11 წლის ნია კაპანაძის ნახატების გამოფენა. ამ გამოფენით საფუძველი ჩაეყარა თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივას - ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში გავიდეს რუბრიკა „შემოქმედი ექიმები და მათი ოჯახის წევრები“