თსუ მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის „ iCREATE - კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში 21 - 24 მაისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა რუმინეთში, ქალაქ კლუჟ-ნაპოკას ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში . შეხვედრაში თსუ-ს მხრიდან მონაწილეობდნენ პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები - თსუ მედიცინის ფაკლუტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, თსუ მედიცინის ფაკლუტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოცირებული პროფესორი ნინო ჩიხლაძე და ლექტორი გიორგი ლობჟანიძე. პროქტის კოორდინატორები არიან აშშ-ს აიოვას უნივერსიტეტი და რუმინეთის ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი. აღნიშნული უნივერსიტეტებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორები კორინ პიკ-ასა, ედიტ პარკერი, სოფია სვიტზერი, ლორენს ფორტეზი, დევიდ ოსტერბერგი, რაზვან ჩერეჩესი, დიანა დულფი, ელენა ბოზდოგი, ასევე პროექტის მონაწილეები სომხეთიდან და მოლდოვეთიდან და სხვ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები, დაიგეგმა მიმდინარე წლის აქტივობები. პროექტის ძირითადი მიზანია ტრავმატიზმის და ძალადობის შემცირების მიმართულებით კვლევითი საქმიანობის განხორციელება. პროექტი ასევე ითვალისწინებს მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ხანმოკლე და ხანგრძლივ მობილობას. გიორგი ლობჟანიძემ წარმოადგინა მოხსენება საქართველოში ტრავმატიზმის შემცირების მიმართულებით არსებული პოლიტიკის შესახებ და ის გამოწვევები, რომლებიც აღნიშნიშნულ სფეროში არსებობს.
თსუ-ს
სამუშაო ჯგუფის წევრებ
მა ასევე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო
კონფერენციაში არაინფექციური დაავადებების შესახებ -
ICONiC
,
რომელიც ორგანიზებული იყო ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტის მიერ და
მიმდინარეობდა პროექტ iCREATE-ს სამუშაო შეხვედრის პარალელურად
.
ICONIC
კონფერენციის
პირველი დღე
:
LINK
ICONIC კონფერენციის მეორე და მესამე დღე : LINK
Fogarty funded International project (iCREATE): Kick of Meeting
On May 21-24, the workshop within the framework of the TSU Medical Faculty Fogarty funded International project "Increasing Capacity in Research in Eastern Europe (iCREATE)" was held in Cluj-Napaca‘s Babeș-Bolyai University, Romania. The meeting was attended by the project team members - Prof. Aleksandre Tsiskaridze, PhD, Dean of TSU Faculty of Medicine, Prof. Nino Chikhladze, PhD, the Head of quality assurance department and George Lobzhanidze, PhD, TSU lecturer. The project is coordinated by the University of Iowa (USA) and the Babeș-Bolyai University (Romania). From the above-mentioned universities, the workshop was attended by Professors: Corrine Peek-Asa, Edith Parker, Sophie Switzer, Laurence Fourtes, David Osterberg, Razvan M. Chereches, Diana Dulf, Elena Bozdog, project participants from Armenia and Moldova, etc.
Keep in touch with the next steps,
The members of TSU working group also participated in the International Conference on Non - communicable Diseases - ICONiC, organized by the Babes-Bol yai University and held in parallel with the iCREATE kick-off meeting .
Link for download day 1 ICONIC: LINK
Link for download day 2
& day 3 ICONIC: LINK