2019 წლის 4-8 სექტემბერს სან-ფრანცისკოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) და ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA) ერთობლივი მსოფლიო კონგრესი ჩატარდა.
ADA და FDI ერთობლივად 1 მილიონ სტომატოლოგს წარმოადგენს მსოფლიოს 130 ქვეყნიდან.
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის გენერალურ ასამბლეის მუშაობაში ჩართულები იყვნენ დელეგატები საქართველოდანაც.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი წარადა მოხსენებით „Effective implementation of Rational use of Antibiotics into Dental Practice“, სადაც წარმოდგენილი იყო 4 ქვეყანაში (ალბანეთი, საქართველო, მაროკო, თურქეთი) ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან გოგილაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ელ. პოსტერი თემაზე „Influence of New Generation Oral Contraceptives on the Periodontal Condition“
Free Communication სექციაში მოხსენებებით „Research on Child Abuse and Neglect in Pediatric Dentistry„ წარსდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ზურაბ ალხანიშვილი (თანაავტორები: ირმა ბაკურაძე, ქეთევან გოგილაშვილი, ნინო გვასალია, მაგდა ასათიანი, გვანცა ტაბაღუა, ლანდა ლურსმანაშვილი).
კონგრესს ათეულობით ათასი მონაწილე ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. საქართველოდან მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც სტუდენტები და რეზიდენტები, ისე ექიმი სტომატოლოგები და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები.