თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციაზე ,,EU-safety 2019’’

2019 წლის 3-4 ოქტომბერს ლიუქსემბურგში ლიუქსემბურგის ჯანმრთელობის ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროკომისიის, EuroSafe, WHO-ს მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ,,EU-safety 2019’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის  და ინსტიტუციების წარმომადგენლებმა, მათ შორის თსუ მედიცინის ფაკულტეტიდან ორმა წარმომადგენელმა (პროფ. ნინო ჩიხლაძე და ასოც. პროფ. ნატო ფიცხელაური).
3 ოქტომბერს პროფ. ნინო ჩიხლაძის მიერ იქნა წარდგენილი მოხსენება ,,TRAUMATIC BRAIN INJURIES IN A LARGE PEDIATRIC HOSPITAL IN GEORGIA’’, ხოლო 4 ოქტომბერს - ასოც. პროფ. ნატო ფიცხელაურის მიერ მოხსენება: ,,ON THE CROSSROAD OF THE ROAD SAFETY LEGISLATION, RISK FACTORS KNOWLEDGE, SAFETY CULTURE AND ROAD USERS’ BEHAVIOUR’’. მედიცინის ფაკულტეტზე ჩატარებული კვლევის შედეგებმა საერთაშორისო აუდიტორიის  ინტერესი გამოიწვია.
კონფერენციაში მონაწილეობის გარდა თსუ-ს წარმომადგენლებმა 2 ოქტომბერს მონაწილოება მიიღეს პროექტის სამუშაო შეხვედრაში. პროექტის კოორდინატორმა ნინო ჩიხლაძემ წარადგინა თსუ-ში ჩატარებული პროსპექტული კვლევის შედეგები, განხილული იქნა 2020 წელს საქართველოში, თსუ-ში საერთაშორისო სიმპოზიუმის საორგანიზაციო დეტალები
თსუ მედიცინის ფაკულტეტიდან კონფერენციაზე წარდგენილი იყო ორი მოხსენება. კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის (აშშ) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის INITIatE: „საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპაში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით“ ფარგლებში, ამის გარდა თსუ ასოც. პროფ. ნატო ფიცხელაური დაფინანსებული იქნა ლიუქსემბურგის ჯანმრთელობის ინსტიტუტის მიერ.  
გამოქვეყნების თარიღი:2019-10-10 12:10:51