თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ინიციატივით 21 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა’’. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა პაატა იმნაძემ, ასოც. პროფესორმა ნატა ყაზახაშვილმა, ასოც. პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ, ასოც. პროფესორმა ლაშა ლორიამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის განხორცილებაში ჩართულმა პროფესურამ, მედ. დოქტორმა მაია კერესელიძემ, მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგებლებმა.
სამეცნიერო კონფერენციაზე მედიცინის ფაკულტეტის ახალგაზრდა მკვლევართა მიერ წარმოდგენილი მოხსენებები შეეხო სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების, სამედიცინო ეთიკისა და პაციენტთა უფლებების თემატიკას.