ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თაოსნობით 2014 წლის 12 აპრილს ჩატარდა აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ხელოვნური ორგანოები თანამედროვე ქირურგიაში: გამოყენების სფეროები, პრაქტიკა“.
კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „ხელოვნური სისხლისმიმოქცევის პორტატული აპარატის ექსპერიმენტული შემუშავება საველე პირობებში გამოსაყენებლად“ ფარგლებში.