აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ხელოვნური ორგანოები თანამედროვე ქირურგიაში: გამოყენების სფეროები, პრაქტიკა“

ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თაოსნობით 2014 წლის 12 აპრილს ჩატარდა  აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ხელოვნური ორგანოები თანამედროვე ქირურგიაში: გამოყენების სფეროები, პრაქტიკა“.

კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „ხელოვნური სისხლისმიმოქცევის პორტატული აპარატის ექსპერიმენტული შემუშავება საველე პირობებში გამოსაყენებლად“ ფარგლებში.