1917 წლის 19 დეკემბერს გამართულ უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წინასწარ სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა მომავალი უნივერსიტეტის სასწავლო გეგმა და უნივერსიტეტში მიღების პირობები, ივანე ჯავახიშვილმა კოლეგებს გააცნო გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტის კიტა აბაშიძის ანდერძი, რომლის თანახმად, მისი ბიბლიოთეკა უნივერსიტეტს გადმოეცა. ამ კერძო კოლექციამ საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნთსაცავს, რომელიც უმთავრესად კერძო პირთა თუ დაწესებულებების შემოწირულობების ხარჯზე იზრდებოდა. ორი წლის შემდგომ უნივერსიტეტის ფონდში 100 ათასზე მეტი წიგნი იყო დაცული.
ბიბლიოთეკის გადმოეცა შავი ქვის მრეწველთა საბჭოს, კავკასიის ყოფილი საცენზურო კომიტეტის, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, სათავადაზნაურო გიმნაზიის წიგნსაცავები. განსაკუთრებით გამდიდრდა ბიბლიოთეკა კერძო შემოწირულობებით. უნივერსიტეტს შემოემატა დავით სარაჯიშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, პეტრე მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, ალექსანდრე ცაგარლის, დიმიტრი ბაქრაძის, თედო ჟორდანიას , ვასილ პეტრიაშვილისა და სხვათა პირადი კოლექციები.
წიგნის მაღაზიები და გამომცემლობები საჩუქრად უგზავნიდნენ მათ მიერ დასტამბულ თუ შეძენილ გამოცემებს. საზღვარგარეთ სამეცნიერო მივლინებაში მყოფი ქართველი მეცნიერები საკუთარი ხარჯით უნივერსიტეტისთვის ყიდულობდნენ წიგნებს.
დაარსებისას ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა პროფესორი გიორგი ახვლედიანი, შემდგომ წლებში პროფესორები აკაკი შანიძე, გრიგოლ წერეთელი, შალვა ნუცუბიძე...
1938 წელს უნივერსიტეტის წიგნთსაცავს ფუნდამენტური ბიბლიოთეკა ეწოდებოდა, 1950 წლიდან კი – სამეცნიერო ბიბლიოთეკა. 1997 წელს უნივერსიტეტის წიგნსაცავს გრიგოლ წერეთლის სახელი მიენიჭა. ამჟამად ბიბლიოთეკა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სახელს ატარებს
საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, ქართული და უცხოური იშვიათი წიგნები და პერიოდული გამოცემები.